01 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ერთი კვირა ოთარ იოსელიანის სამყაროში - გამოფენა ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში

"ერთი კვირა ოთარ იოსელიანის სამყაროში", - ამ სახელწოდების გამოფენა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართა.

გამოფენაზე  ოთარ იოსელიანის პირად არქივში დაცული სხვადასხვა წლებში შესრულებული 50 გრაფიკული ნამუშევარი წარმოადგინეს.

გამოფენა ფილმ "გიორგობისთვის" 50 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ღონისძიება საერთაშორისო კინოფესტივალ კინოვინოს ორგანიზებით ჩატარდა.

„ეს არის ჩვენი ჯგუფის, ბატონი ოთარის და კარგი კინოს მიმართ პატივისცემის გამოხატვა,“ -განაცხადა საერთაშორისო კინოფესტივალი კინოვინოს დირექტორმა, ნინო კაჭარავამ.

დღის ამბები