01 ოქტომბერი 2024,   13:39
ვრცლად
იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა

40 წლის შემდეგ პირველი პერსონალური გამოფენა - იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ხელოვანის ქანდაკებებს, სკულპტურებს, ჩანახატებსა და დოკუმენტებს აერთიანებს.

პერსონალურ გამოფენაზე ფოტო, დოკუმენტური და მემორიალური მასალაც იქნება, რომლებიც სხვადასხვა მუზეუმებში თუ კერძო კოლექციებშია დაცული. მათ შორის ინსტრუმენტები, რომლითაც მოქანდაკე მუშაობდა და შთაბეჭდილების წიგნი, რომელიც ნიკოლაძეების სახლში მისული სტუმრების ჩანაწერებს აერთიანებს.

იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილეზე, მისი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. გამოფენა კი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ხვალ გაიხსნება და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი 

დღის ამბები