01 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
"სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე" - ერიკ ემანუელ შმიტის დრამა რუსთაველის თეატრში

სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე - რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ხვალ პრემიერაა. ერიკ ემანუელ შმიტის დრამა, სადაც მოქმედება სიზმარსა და რეალობას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ხდება, რეჟისორმა გიორგი თავაძემ გააცოცხლა.

შმიტის მეტაფიზიკურ დაძაბულ დრამაში მოქმედება სიზმარსა და რეალობას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ხდება და რეჟისორს აიძულებს იყოს ზღვარზე კომედიასა და ტრაგედიას შორის და ამ მკაცრ ჩარჩო-მოცემულობაში მცირე ლირიკის საშუალებას აძლევს.

 

ავტორი: მაია ლომიძე 

დღის ამბები