01 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
"საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს" აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

მორიგი აქცია გამართეს ქართული ოცნების ოფისთან საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა.

კომპანია ორი თვის წინ დაიხურა და 2 500-მდე მეანაბრემ 30 მილიონ ლარამდე იზარალა. ისინი თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება, თუმცა დაზარალებულები დროულ რეაგირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ქართული ოცნების წევრებთან ითხოვდნენ შეხვედრას.

მათ ოფისიდან გამოსული კობა ნარჩემაშვილი გაესაუბრა.

დღის ამბები