01 ოქტომბერი 2024,   13:38
ვრცლად
ლანჩხუთის რაიონში მოსახლეობა წითელ წიგნში შეტანილი ასწლოვანი ხეების გადარჩენას ითხოვს

აქცია გაიმართა ლანჩხუთის რაიონში. ჯაპანას მოსახლეობამ სოფლის მთებზე ასასვლელი გზის პიკეტირება დაიწყო, საიდანაც ავტობანის მშენებლობისთვის ინერტული მასალები გააქვთ. ადგილობრივების განცხადებით, სოფელი ქარსაცავი ზოლის, ხე-ტყის და შესაძლოა, წყლის გარეშე დარჩეს.

ჯაპანას მოსახლეობა მთებზე არსებული საფლავების გადარჩენასაც ითხოვს. მათი განცხადებით, ნადგურდება წითელ წიგნში შეტანილი ასწლოვანი ხეები.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ხდება სინჯების გატანა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ინერტულ მასალად მთის გამოყენების შესახებ, ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

დღის ამბები