01 ოქტომბერი 2024,   13:36
ვრცლად
"ნიღაბი 2016" - თბილისში სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი იწყება

2 დეკემბერს თბილისში სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი დაიწყება. საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი 2016 წელს საქართველოს ირანსა და ისრაელს აერთიანებს. საქართველოს თბილისისა და ბათუმის დასები წარმოადგენენ.

საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი ქართველი მოყვარული მსახიობების გარდა, დასებს ეგვიპტიდან, ირანიდან და ისრაელიდან უმასპინძლებს. 10 სხვადასხვა სპექტაკლს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს 14 ნომინაციაში დაასახელებს.

ფესტივალი ნიღაბი უკვე მეხუთე წელია ტარდება და ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება. მასში ყოველწლიურად მხოლოდ მოყვარული მსახიობები მონაწილეობენ.

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი 2016 2 დეკემბერს დაიწყება და 10 დღეში დასრულდება.

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა 

დღის ამბები