01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
საწვავის ფასი მნიშვნელოვნად ძვირდება - შესაძლოა მგზავრობის ღირებულებაც გაიზარდოს

საწვავზე ფასის მომატების შემდეგ, ქვეყანაში მგზავრობის ტარიფიც გაიზრდება. თბილისის მერია ტრანსპორტის გადასახადის სუბსიდირებაზე უკვე ლაპარაკობს, თუმცა მერიის კომპეტენციაში არ შედის არც ტაქსები და არც კერძო მიკროავტობუსები.

ის, რომ საწვავის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ამას არც მთავრობა და არც საპარლამენტო უმრავლესობა უარყოფს. გაძვირება ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდას უკავშირდება. უმრავლესობა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი გაჯანსაღებისთვის არის საჭირო. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ფასები სხვა პროდუქტებზე არ მოიმატებს და ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემები არც ავტომობილებს შეექმნებათ.

ფასების ზრდას ყველა პროდუქტზე ვარაუდობს ოპოზიცია. უმცირესობაში თვლიან, რომ სიტუაციიდან გამოსავალი არა აქციზზე ფასის გაზრდა, არამედ შემცირება იქნებოდა.

მგზავრობის ფასის გაძვირებაზე საუბრობენ ექსპერტები.

თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის გადასახადის სუბსიდირებაზე უკვე ალაპარაკდა. რაც შეეხება კერძო მიკროავტობუსებს და ტაქსებს, მათ მიერ ფასის გაზრდას ნარმანიას უწყება ვერ გააკონტროლებს და ცხადია, ვერც დაასუბსიდირებს.

ნავთობპროდუქტების აქციზზე გადასახადის გაზრდას ხელისუფლება იანვრიდან გეგმავს. სავარაუდოდ, იანვრიდანვე იმ გეგმის მიხედვით, რაც პრემიერმინისტრმა წარმოადგინა, საწვავის ფასი 23 თეთრით მოიმატებს, დიზელი 25 თეთრით გაძვირდება, გაზი კი12 თეთრით.

დღის ამბები