01 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
"Pirelli"-მ ერთგულ მომხმარებელს ტრადიციული საახალწლო საჩუქარი მოუმზადა

Pirelli-მ ერთგულ მომხმარებელს ტრადიციული საახალწლო საჩუქარი მოუმზადა. 50 შავ-თეთრი ფოტო სურათისგან შემდგარი Pirelli-ს 2017 წლის კალენდარი უკვე მზად არის და მისი პრეზენტაცია პარიზში გაიმართა.

წელს Pirelli-მ პროექტი გერმანელ ხელოვანს პიტერ ლინდბერგს ანდო, რომელმაც ბუნებრივი სილამაზის საჩვენებლად უარი თქვა ნახევრად შიშველი ქალების გადაღებაზე. ხელოვანმა პროექტში მონაწილეობისთვის სხვადასხვა ასაკის ცნობილი ქალები მიიწვია.

ჰელენ მირენი და კიდევ 14 ცნობილი ქალი პიტერ ლინდბერგს ფოტოსესიაზე ენთუზიაზმით დათანხმდნენ. 

Pirelli-ს 2017 წლის კალენდარის პრეზენტაცია პარიზში, გრანდიოზული გალა საღამოთი დასრულდა. პიტერ ლინდბერგისა და მისი 15 მოდელის ერთობლივი ნამუშევარი, ტრადიციულად ლიმიტირებული ტირაჟით გამოიცემა და არ გაიყიდება.

44-ე პუბლიკაციას, რომელიც 50 შავ-თეთრ ფოტოს მოიცავს, Pirelli-ს გუნდი ერთგულ მომხმარებელს საახალწლოდ, საჩუქრად გადასცემს.

ავტორი: თეა თეთრაშვილი 

დღის ამბები