01 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
ქართული ანბანი მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია

ქართული ანბანი მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. გადაწყვეტილება იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისო კომიტეტმა ცოტა ხნის წინ მიიღო. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  გადაწყვეტილება კომიტეტის მე-11 სესიაზე მიიღეს, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში მიმდინარეობს. 

მთავრობათაშორისმა კომიტეტმა  მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

"ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად წარედგინა 2015 წელს და მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობის (მრგვლოვანი, ნუსხური, მხედრული) ჰარმონიულ თანაარსებობას თანამედროვე რეალობაში," - ნათქვამია განცხადებაში. 
 
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.


 

დღის ამბები