07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
იერიშებს ალეპოში 45 ადამიანი ემსხვერპლა

ასადის რეჟიმის მორიგ იერიშებს სირიის ქალაქ ალეპოს მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 45 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ. 

სამთავრობო ჯარები ქალაქში თავის პოზიციებს ამყარებენ ახალ უბნებზე იერიშებით.

აქტიური ბრძოლების ფონზე, ალეპოს დასავლეთით თავშესაფარია მოწყობილი, სადაც ათასობით გამოქცეული მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს.

დღის ამბები