07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა იმატა

ოპეკის გადაწყვეტილების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა იმატა. ლონდონის ბირჟაზე ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ 52 დოლარს გადააჭარბა, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი კი, თითქმის 50 დოლარია.

გაძვირდა ნავთობკომპანიების აქციებიც, მათ შორის ბრიტანული ბიპისა და ფრანგული ტოტალის. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრებმა შეთანხმებას ბოლო 8 წლის განმავლობაში, პირველად მიაღწიეს. გადაწყვეტილების თანახმად, იანვრიდან ნავთობის მოპოვება დღეში მილიონ 200 ათასი ბარელით შემცირდება.

დღის ამბები