07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
შავ ზღვაში ვითარება იძაბება - კიევი წვრთნებს იწყებს მოსკოვი კი ზღვაში სამხედრო გემებს უშვებს

რუსეთი უკრაინას რაკეტების ჩამოგდებით ემუქრება. დღეიდან ყირიმთან ახლოს სამხედრო სწავლებები დაიწყო. წვრთნის ფარგლებში უკრაინელი სამხედროები რაკეტების გაშვებაში ივარჯიშებენ.

ოფიციალურმა კიევმა ჯერ კიდევ გასულ კვირას გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ სწავლებების პერიოდში შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე ფრენების შესრულება სახიფათო იქნება. შესაბამისი ნოტა მოსკოვშიც გაიგზავნა.

სწავლებების საპასუხოდ რუსულმა სამხედრო გემებმა შავ ზღვაში პოზიციები დაიკავეს. მოსკოვში აცხადებენ, რომ მზად არიან უკრაინული რაკეტების ჩამოსაგდებად, თუ კიევის ქმედებები საფრთხის შემცველი იქნება.

დღის ამბები