07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ნიუ-იორკში როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე გაანათეს

ნიუ-იორკში როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე გაანათეს. ცერემონიას, რომელსაც ტელეკომპანია NBC პირდაპირ ეთერში გადასცემდა, ათასობით ადამიანი დაესწრო. შოუ მუსიკალური და საცეკვაო ნომრებითაც გააფორმეს.

შეკრებილებისთვის ცნობილმა ვარსკვლავებმა, მათ შორის ტონი ბენეტმა და დოლი პარტონმა იმღერეს. თითქმის 30 მეტრიანი ნაძვის ხის გასანათებლად კი ღილაკს ხელი მსახიობებმა ალეკ ბოლდუინმა და ქეით მაკინონმა და ნიუ-იორკის მერმა დააჭირეს.

დღის ამბები