07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ალეპოზე შეტევა გრძელდება - ბოლო ავიაიერიშებს 34 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის სამთავრობო ძალები ალეპოში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებზე შეტევას განაგრძობენ. ბოლო ავიაიერიშებს რეგიონში 34 ადამიანი ემსხვერპლა.

ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, ალეპოს ერთ დიდ სასაფლაოდ გადაქცევა ემუქრება, ამიტომ უშიშროების საბჭოს წევრებს მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს.

რეგიონში შექმნილი ვითარება ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა. ანკარაში კი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა და სირიის კრიზისზე მოლაპარაკებები თურქ კოლეგასთან გამართა.

დღის ამბები