07 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა ვლადიმერ პუტინმა. 38 გვერდიან დოკუმენტში საქართველოცაა ნახსენები. რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციით იმ სფეროებში სადაც ამისთვის საქართველოც მზადაა, თუმცა აქვე წერია, რომ რუსეთი განაგრძობს მუშაობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებისთვის.

საგარეო კონცეფციაში დიდი ადგილი უკავია ნატოსა და შეერთებულ შტატებს. მოსკოვი ალიანსთან მზად არის პარტნიორობისთვის, თუ ეს თანასწორუფლებიანი იქნება.

აქვე რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს, ნატოს გაფართოებისა და მის საზღვრებთან ახლოს ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსების გამო. მოსკოვი იტოვებს უფლებას ამ საფრთხის ადექვატურად იმოქმედოს.

დღის ამბები