07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
შეერთებული შტატების თავდაცვას გენერალი ჯეიმს მატისი უხელმძღვანელებს

შეერთებული შტატების თავდაცვას გენერალი ჯეიმს მატისი უხელმძღვანელებს. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ არჩევნების შემდგომი ტურნეს ფარგლებში განაცხადა. 66 წლის გენერალი ცნობილია მკაცრი პოზიციებით, ირანთან დაკავშირებით.

ია 2004 წელს ამერიკელ სამხედროებს ერაყში მეთაურობდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ფალუჯას ყველაზე სისხლიანი ბრძოლები. ეს უკვე მესამე დასახელებული კანდიდატია ტრამპის გუნდში.

უკვე ცნობილია, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ფლინი გახდება, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს კი მაიკ პომპეო უხელმძღვანელებს.

დღის ამბები