07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე მეორედ აღარ იყრის კენჭს

ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე მეორედ აღარ იყრის კენჭს. ამის შესახებ მან ტელემიმართვაში განაცხადა. აქვე მან ქვეყანა ულტრა ნაციონალისტური ძალებისგან მომდინარე საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

სწორედ ულტრა მემარჯვენე ნაციონალისტების კანდიდატი მარი ლეპენი მიიჩნევა რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონის მთავარ კონკურენტად.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ფრანსუა ოლანდის რეიტინგი მხოლოდ 4%-ია. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის აპრილშია დაგეგმილი.

დღის ამბები