07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ვაშინგტონში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე ბარაკ და მიშელ ობამებმა საზეიმოდ აანთეს

ვაშინგტონში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე ბარაკ და მიშელ ობამებმა საზეიმოდ აანთეს. შეერთებული შტატების დედაქალაქში ტრადიციული წინა საახალწლო ღონისძიება წელს უკვე 94-ედ გაიმართა. მისი წამყვანი, მსახიობი ევა ლონგორია იყო.

კონცერტზე კი კელი კლარკსონმა და მარკ ენტონიმ იმღერეს. ვაშინგტონში პრეზიდენტის რანგში ბარაკ ობამას მიერ ნაძვისხის ბოლოჯერ ანთებას ათასობით მოქალაქე ადევნებდა თვალს.

დღის ამბები