07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
რუსეთი უკრაინის ინიციატივას ნატო-ს შავი ზღვის პატრულირების პროექტში ჩართვაზე "პროვოკაციას" უწოდებს

კიევსა და მოსკოვში ურთიერთბრალდებები ისმის. რუსეთი ყირიმის მახლობლად უკრაინის საჰაერო თავდაცვითი სისტემის წვრთნების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და "პროვოკაციას" უწოდებს უკრაინის ინიციატივას ნატო-ს შავი ზღვის პატრულირების პროექტში ჩართვაზე.

ალექსანდრე ტურჩინოვმა ორი დღის წინ აღნიშნა, რომ კიევი მზად არის ალიანსთან ერთად შავი ზღვის აკვატორიის პატრულირებაში ჩაერთოს და ნატო-ს საკუთარი პორტები და ინფრასტრუქტურა დაუთმოს.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ შავ ზღვაში რუსეთის დომინირება კიდევ უფრო გაძლიერდა და ამ ფონზე ნატო-ს ძლიერი ფლოტის არსებობაა საჭირო.

გრიგორი კარასინმა კიევს პროვოკაციებისგან თავის შეკავება და ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება ურჩია.

დღის ამბები