07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
რუსული კოსმოსური სატვირთო ხომალდის აფეთქების გამომწვევ ვერსიად ძრავის უხარისხო აწყობა სახელდება

რუსული კოსმოსური სატვირთო ხომალდის აფეთქების გამომწვევ ვერსიად ძრავის უხარისხო აწყობა სახელდება. რაკეტა პროგრესი ბაიკანურის კოსმოდრომიდან გუშინ გაუშვეს, თუმცა რამდენიმე წუთში ის ქალაქ ტუვის თავზე, 190 კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. რაკეტის ნაწილები კი ქალაქ ყიზილთან, 70 კილომეტრის რადიუსში ჩავარდა.

ფრაგმენტები ჯერ არ უპოვიათ. ხომალდს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საწვავი, სასმელი წყალი და ჟანგბადი უნდა ჩაეტანა. გავრცელებული ცნობით თუ გამოძიება დაადგენს ინსტრუქტორთა მხრიდან გულგრილობის ფაქტს, სააგენტო როსკოსმოსში საკადრო ცვლილებები გარდაუვალი გახდება.

დღის ამბები