07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ევროპოლი დასავლეთს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

ევროპოლი დასავლეთს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. ევროპოლის ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრმა საგანგებო მოხსენება გამოაქვეყნა, რომელიც ორწლიან ანალიზზეა აგებული და ევროპის ქვეყნების ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს აძლევს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთში პოზიციების დასუსტების შემდეგ, ისლამური სახელწიფო დასავლეთზე შეტევას განაგრძობს.

უწყების ცნობით, ტერორისტები თავდასხმის სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ, იმოქმედებენ არა მხოლოდ ჯგუფურად, არამედ ინდივიდუალურად, გამოიყენებენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ავტომობილებს, ცეცხლსასროლ და ცივ იარაღს.

"ევროპაში სირიიდან და ერაყიდან ჩასული ტერორისტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, მათი შეჩერების საუკეთესო საშუალება კი ევროკავშირის სპეცსამსახურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა," - აღნიშნულია მოხსენებაში.

დღის ამბები