07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ტენესიში ძლიერი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ტენესიში ძლიერი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ტყეში გაჩენილი ხანძარი რამდენიმე დასახლებაზე გავრცელდა და საკურორტო ქალაქი გეტლინბურგი დააზარალა. დაიწვა ასობით სახლი, 14 ათასს ადგილობრივს კი საკუთარი სახლების მიტოვება მოუხდა.

მაშველების განცხადებით, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ გეტლინბურგში დაიღუპა, მათ შორის არიან ტურისტებიც.

ხანძარი ტენესიში ორ კვირაზე მეტია გრძელდება. დამწვარია 6 ჰექტარი ტყე-პარკის ტერიტორია. გამოძიების ინფორმაციით, ტყის ხანძარი განზრახ გააჩინეს. ძალოვანებმა დივერსიის მოწყობის ფაქტზე 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს.

დღის ამბები