07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
სირიის არმია ალეპოს კიდევ ერთი გარეუბნის ასაღებად იბრძვის

სირიის არმია ალეპოს კიდევ ერთი გარეუბნის ასაღებად იბრძვის. სამხედროები უკვე შევიდნენ შეიხ საედის დასახლებაში და მის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

ამბოხებულები საკუთარი პოზიციების დაცვას ცდილობენ და არმიის პოზიციებზე საარტილერიო იერიშებს ახორციელებენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებს და შეიხ საიდის იმ ნაწილს აფარებს თავს, რომელიც კვლავ ამბოხებულების ხელშია.

გავრცელებული ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ალეპოში ბრძოლებს 48 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები