07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ნიუ იორკის აუქციონზე მუჰამედ ალისა და პელეს პირადი ნივთები იყიდება

ნიუ იორკის აუქციონზე ლეგენდარული სპორტსმენების მუჰამედ ალისა და პელეს პირადი ნივთები იყიდება. მათ შორისაა ალის კრივის ხელთათმანი, რომელიც მას 1970 წელს, Madison Square Garden-ში გამართული ბრძოლისას ეკეთა. ხელთათმანების ფასი 80 ათას დოლარამდეა.

აუქციონზე გაიყიდება ლეგენდარული მოკრივის კუბური სიგარების კოლოფი ფიდელ კასტროს ხელმოწერით. ფეხბურთის თაყვანისმცემლებს კი საშუალება ექნებათ პელეს მაისური შეიძინონ, რომელიც მას 1971 წელს, სანტოსსა და ჩელსის შეხვედრის დროს ეცვა. ასევე იყიდება პელეს პირადი პასპორტიც. ვაჭრობა 3 დეკემბერს გაიმართება.

დღის ამბები