07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
იტალიაში პრემიერის უფლებამოსილების გაზრდის საკითხს ხვალ რეფერენდუმით გადაწყვეტენ

ხვალ იტალიაში რეფერენდუმი იმართება, სადაც მოსახლეობამ პრემიერმინისტრის უფლებების გაზრდის და სენატის წევრების რაოდენობის შემცირების საკითხები უნდა გადაწყვიტოს.

საკონსტიტუციო ცვლილების ავტორი იტალიის მოქმედი პრემიერმინისტრი მატეო რენცია. რეფორმის თანახმად, იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 315-დან 100-მდე შემცირდება. მის შემადგენლობაში შევა 21 მერი, 74 რეგიონალური მრჩეველი და 5 სენატორი, რომლებსაც 7 წლის ვადით ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავს. 

ამასთან, რეფორმის შედეგად ქვეყნის რეგიონების უფლებამოსილება შემცირდება. კონკრეტულად, ენერგეტიკის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხები უშუალოდ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში იქნება. 

იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმზე მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო რეფორმას, მატეო რენცის განცხადებით, ის გადადგება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.

დღის ამბები