07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი

აშშ-ის  2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი. 

დოკუმენტი 375 ხმით უკვე დაამტკიცა კონგრესის ქვედა პალატამ. მასში განსაკუთრებულადაა ხაზგასმული შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე კიდევ ერთხელაა გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

დოკუმენტში ცალკე თავები ეთმობა რუსეთსა და უკრაინას. კონგრესი პენტაგონს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას უკრძალავს, ვიდრე ოფიციალური მოსკოვი აგრესიულ ქმედებებსა და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას არ შეწყვეტს. 

კანონპროექტი შეერთებული შტატების მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის 4 მილიარდზე მეტი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფასაც ითვალისწინებს.

დღის ამბები