07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
ტრამპმა პროტოკოლი დაარღვია - ის ტაივანის პრეზიდენტს ობამას გაუფრთხილებლად ტელეფონით ესაუბრა
დონალდ ტრამპმა პროტოკოლი დაარღვია და ტაივანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ეს იყო პირველი ოფიციალური საუბარი ამერიკელ და ტაივანელ ლიდერებს შორის 1979 წელს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ.
 
CNN-ის ინფორმაციით, ამ ფაქტის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩინეთის ხელისუფლებისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია.
 
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპს ცაი ინ-ვენთან საუბრის შესახებ მოქმედი პრეზიდენტი არ გაუფრთხილებია და ამის შესახებ ადმინისტრაციამ საუბრის შემდეგ შეიტყო.
 
ობამას ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონი კვლავაც მხარს უჭერს ერთიან ჩინეთს და სტაბილურ ურთიერთობებს.
 
თავად არჩეულმა პრეზიდენტმა კი ტვიტერში დაწერა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა უპასუხოს მისალოც სატელეფონო ზარს, როდესაც შეერთებული შტატები ტაივანს მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას აწვდის. 
დღის ამბები