07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
დიდთოვლობა და ყინვა პოლონეთში

დიდთოვლობასა და ყინვას პოლონეთში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი ადამიანი. ისინი, გავრცელებული ცნობით, სიცივისგან გაიყინენ.

სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ რეგიონები დააზარალა. 200 ათასამდე აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დიდთოვლობისგან დაზარალებული რაიონებიდან სამაშველო სამსახურში 1300-ზე მეტი გამოძახება შევიდა.

მეტეოროლოგების ცნობით, უამინდობა პოლონეთში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  

დღის ამბები