07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
სტივენ ჰოკინგი რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი ბრიტანელი ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, 74 წლის ჰოკინგმა თავი შეუძლოდ იგრძნო, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მეცნიერს რომის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გამოკვლევებს ჩაუტარებენ, რის შემდეგაც ის იტალიის დედაქალაქის დატოვებას, გეგმის მიხედვით, დღეს აპირებს.

სტივენ ჰოკინგი ვატიკანში მეცნიერთა აკადემიის სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ასტროფიზიკოსი რამდენიმე დღის წინ რომის პაპსაც შეხვდა.

დღის ამბები