07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
კონგრესი პენტაგონს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას უკრძალავს

კონგრესი პენტაგონს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას უკრძალავს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის  2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც 375 ხმით უკვე დაამტკიცა კონგრესის ქვედა პალატამ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ  ვიდრე ოფიციალური მოსკოვი აგრესიულ ქმედებებსა და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას არ შეწყვეტს, პენტაგონს რუსეთთან თანამშრომლობა ეკრძალება. 

მასში განსაკუთრებულადაა ხაზგასმული შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე კიდევ ერთხელაა გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

გარდა ამისა, კანონპროექტი შეერთებული შტატების მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის 4 მილიარდზე მეტი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფასაც ითვალისწინებს. 

 

 

 

დღის ამბები