07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
კუბაში ფიდელ კასტროს დაკრძალვისთვის ემზადებიან

კუბაში ფიდელ კასტროს დაკრძალვისთვის ემზადებიან. კორტეჟი, რომელმაც ნეშტთან ერთად რევოლუციის გზა გაიარა, სანტიაგოს უახლოვდება. სწორედ ამ ქალაქში, სადაც 1953 წელს ამბოხება დაიწყო, ხვალ ფიდელ კასტროს დაკრძალავენ.

ცერემონიაზე დასასწრებად კუბაში იმყოფება არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონაც, რომელიც კასტროს თავის "მეორე მამას" უწოდებს.

კუბის რევოლუციის ლიდერი 90 წლის ასაკში 25 ნოემბერს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ქვეყანაში 9-დღიანი საყოველთაო გლოვა გამოცხადდა. 

დღის ამბები