07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
სროლა სტოკჰოლმის კაფეში - დაღუპულია 2 ადამიანი

ორი ადამიანი დაიღუპა სტოკჰოლმში სროლის შედეგად. ინციდენტი მიგრანტებით დასახლებულ რაიონში, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. მედიის ინფორმაციით, ნიღბიანი შეიარაღებული პირები კაფეში შევიდნენ და ცეცხლი გახსნეს.

თვითმხილველების გაცხადებით, მათ ორი ძმა მოკლეს, ერთ ახალგაზრდა დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილობრივებმა ქვები ესროლეს.

დანაშაულის დეტალები გამოძიებისთვის უცნობია. ძალოვანების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არავინ დაუკავებია.

გამოძიება ინციდენტს კრიმინალად აფასებს და ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს.

დღის ამბები