07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
რუსეთი მზად არის, იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება აწარმოოს

რუსეთი მზად არის, იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება აწარმოოს.

განცხადება სერგეი ლავროვმა იაპონელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ლავროვის თქმით, ორივე მხარე დაინტერესებულია, რომ კურილიის კუნძულებთან დაკავშირებული ტერიტორიულ დავა პოლიტიკური გზით დაარეგულირონ.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის დიპლომატებმა ვლადიმერ პუტინის იაპონიაში ვიზიტის დეტალები შეათანხმეს. რუსეთის პრეზიდენტს ტოკიოში 15 დეკემბერს ელოდებიან.

დღის ამბები