07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ეროვნული ვალუტის გაუფასურების კუთხით ყველაზე მძიმე ვითარება თურქეთსა და აზერბაიჯანშია

თურქულმა ლირამ ბოლო დღეებში გაუფასურების ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ ნოემბრის განმავლობაში თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 10%-ით გაუფასურდა, ეს 2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

პროდუქტებზე იმატებს ფასები და თურქეთში ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო მეტად ვარდნას ელოდებიან. შექმნილ მდგომარეობაზე რამდენიმე დღის წინ საგანგებოდ მიმართა მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა.

ლირის გაუფასურებას გავლენა აქვს ლარის კურსზეც. თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულშია და 2016 წლის მონაცემებით, მხოლოდ იანვარ-მარტში ბრუნვამ 342 მილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 81%-ით დაეცა. ლირას გაუფასურებას ქართველი სპეციალისტები თურქეთში პოლიტიკურ კრიზისს უკავშირებენ, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ეკონომიკა.

რეგიონის კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურება ხდება, აზერბაიჯანია. ვალუტის დევალვაცია იქ მთავრობამ ორჯერ მოახდინა. მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ ეროვნული ვალუტის კურსი ფიქსირებულიდან მცურავზე გადავიდა, აზერბაიჯანული მანათი დოლართან მიმართებაში 11%-ით გაუფასურდა. კრიზისის გამო ქვეყანაში ბოლი წლის განმავლობაში 11 ბანკი დაიხურა.

სომხეთში ეროვნული ვალუტა, ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, არ გაუფასურებულა. ნავთობის ფასის ზრდამ კი რუსულ რუბლის გამყარებას შეუწყო ხელი.

ლარის კურსზე მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტების გავლენა, სპეციალისტების თქმით, მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი.

 

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

დღის ამბები