07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა ბაქოში ტერაქტი აღკვეთეს

აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა ბაქოში ტერაქტი აღკვეთეს. სპეცოპერაციის შედეგად ძალოვანებმა ეჭვმიტანილი მოკლეს, რომელიც დედაქალაქში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან თავის აფეთქებას გეგმავდა. გამოძიების ცნობით, დაკავების ოპერაციის დროს ტერორისტმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და შაჰიდის ქამრის ამოქმედება სცადა, რის შემდეგაც ის ადგილზე მოკლეს.

38 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, 2007 წელს ტერორისტული დაჯგუფების წევრობისთვის იყო გასამართლებული. მან საპატიმრო წელს დატოვა.

დღის ამბები