07 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი კალიფორნიაში - ცეცხლი ღამის კლუბში გაჩნდა

მასშტაბური ხანძარი კალიფორნიაში. უბედური შემთხვევა სან ფრანცისკოს მახლობლად, ქალაქ ოკლენდის ღამის კლუბში მოხდა. კლუბში წვეულება მიმდინარეობდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა.

ოფიციალური მონაცემებით, ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ხელისუფლება იმასაც ადასტურებს, რომ მსხვერპლი შესაძლოა 40-მდე გაიზარდოს.

გავრცელებული ცნობით, ხანძრის დროს დარბაზში 50-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მისი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ცნობილია, რომ შენობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით არ იყო აღჭურვილი.


დღის ამბები