07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ფიდელ კასტროს დღეს დაკრძალავენ

კუბელები ფიდელ კასტროს ემშვიდობებიან. კუბის რევოლუციის ლიდერს სანტიაგოში დღეს დაკრძალავენ, მანამდე კი მის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი.

ცერემონიას კუბის პრეზიდენტთან რაულ კასტროსთან ერთად, რეგიონის სხვა ქვეყნების ლიდერებიც ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლის დროს რაულ კასტრომ მისი ძმისა და სოციალისტური პრინციპების პატივისცემაზე ისაუბრა.

ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში 25 ნოემბერს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ქვეყანაში 9 დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები