07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ლედი გაგამ ლონდონის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავზე კონცერტი გამართა

ლედი გაგას საშობაო საჩუქარი თაყვანისმცემლებს. მომღერალმა ლონდონის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავზე ფანებისთვის კონცერტი გამართა, რომლის დროსაც ძველ ჰიტებთან ერთად ახალი სიმღერებიც შეასრულა.

ამ გზით პოპ ვარსკვლავმა მისი ახალი, რიგით მეოთხე ალბომის რეკლამირება გადაწყვიტა. კონცერტის დროს ლედი გაგამ თაყვანისმცემლებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო, შოუს ბოლოს კი შენობის სახურავზე გიგანტური წარწერა გამოჩნდა: "ბედნიერი დღესასწაულები ლედი გაგასგან."

დღის ამბები