07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
ფინეთში 3 ქალი მოკლეს - მათ შორის ერთი ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე, ორი კი, ადგილობრივი ჟურნალისტია

ფინეთის ქალაქ იმატრაში სროლის შედეგად 3 ქალი მოკლეს, მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის საბჭოს თავმჯდომარეა, ორი კი, ადგილობრივი ჟურნალისტი. მათ 23 წლის მამაკაცმა ცეცხლი რესტორნიდან გამოსვლის დროს გაუხსნა.

ეჭვმიტანილი დაკავებულია და პოლიციის თქმით, მას კრიმინალური წარსული ქონდა. სამართალდამცველები ასევე ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი წინასწარ შერჩეული არ ყოფილა და სამივე გარდაცვლილი შემთხვევით გახდა სამიზნე.

მომხდარის დეტალებს გამოძიება ადგენს.

დღის ამბები