07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
იტალიის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ის დღეს ოფიციალურად აცნობებს მთავრობას და პრეზიდენტს. ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმა თანამდებობის დატოვება რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ გადაწყვიტა.

მის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც სენატის ზედა პალატას და რეგიონულ ხელისუფლებას უფლებამოსილებას უმცირებდა, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 58%-მა მხარი არ დაუჭირა.

იტალიაში პარლამენტს უფლებამოსილება 2018 წლის თებერვლამდე აქვს. ამიტომ, გამორიცხული არ არის, პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ მას ამ დრომდე თანამდებობაზე დარჩენა თხოვოს.

დღის ამბები