07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში "მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გაიმარჯვა

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში მწვანეთა პარტიის ლიდერმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა. მან თავის ულტრა მემარჯვენე კონკურენტს ნორბერტ ჰოფერს დაახლოებით 7%-იანი სხვაობით მოუგო.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის როლი ავსტრიაში ლიმიტირებულია, ამ არჩევნებს მსოფლიო ყურადღებით ადევნებდა თვალს, რადგან, მწვანეთა პარტიის დამარცხების შემთხვევაში, ავსტრიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად ეყოლებოდა ულტრა მემარჯვენე პრეზიდენტი.

ექსპერტების აზრით, 46%-იანი მხარდაჭერა, რომელიც დამარცხებულმა კანდიდატმა მიიღო, ავსტრიელების ევრო სკეპტიციზმსა და საემიგრაციო პოლიტიკის არაპოპულარობაზე მუთითებს.

დღის ამბები