07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
"რუსეთი ნომერ პირველი საფრთხეა შეერთებული შტატებისთვის" - აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მდივანი

შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელი რუსეთს ქვეყნის ნომერ პირველ საფრთხედ მიიჩნევს. განცხადება დებორა ჯეიმსმა ეროვნული თავდაცვის ფორუმის პარალელურად, სააგენტო Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ ორდღიან შეხვედრაზე, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განიხილეს.

"ვფიქრობ, რომ რუსეთი ნომერ პირველი საფრთხეა შეერთებული შტატებისთვის. რა თქმა უნდა, სხვა საფრთხეებიც არსებობს, მაგრამ რუსეთის ბირთვული ასპექტის გამო, ის შესაძლოა ამერიკისთვის არსებობის საფრთხეს წარმოადგენდეს. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ქმედებებმა გამოავლინა განზრახვები, რომელიც შეერთებულ შტატებს აღელვებს. ჯერ კიდევ სამი წლის წინ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით რუსეთთან სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მოხდა ყირიმში შეჭრა და ყველაფერი შეიცვალა,“ - განაცხადა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მდივანმა, დებორა ლი ჯეიმსმა. 

დღის ამბები