07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში ხელისუფლება დამარცხდა

იტალია პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშეა. საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში ხელისუფლება დამარცხდა.

მოსახლეობის უმრავლესობამ პრემიერმინისტრის ცვლილებების პაკეტს მხარი არ დაუჭირა. დამარცხების შემდეგ მატეო რენციმ თანამდებობა დატოვა.

საკონსტიტუციო რეფორმა პარლამენტის სტრუქტურულ ცვლილებას ითვალისწინებდა. დოკუმენტის თანახმად, უნდა გაუქმებულიყო ორპალატიანი სისტემა.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში კი, სენატი აღარ იქნებოდა არჩევითი ორგანო და მთავრობის უნდობლობაზე კენჭისყრაშიც მონაწილეობასაც ვეღარ მიიღებდა.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.  

 

დღის ამბები