07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას ელოდებიან

უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას ელოდებიან, თუმცა ქვეყნის დროებითი მმართველის შტაბში უკვე განაცხადეს გამარჯვების შესახებ.

შავკატ მირზიეევი 2003 წლიდან უზბეკეთის პრემიერმინისტრია, ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ კი, ის პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებს.

მის გარდა, ქვეყნის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად კიდევ სამი კანდიდატი იბრძოდა. უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

ცესკოს მონაცემებით, პროცესში ამომრჩევლის აქტივობამ 87 პროცენტს გადააჭარბა.

დღის ამბები