07 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
ობამამ ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის შოუბიზნესის 5 წარმომადგენელი დააჯილდოვა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის შოუბიზნესის 5 წარმომადგენელი დააჯილდოვა.

კენედის ცენტრის საპატიო ჯილდოები მათ ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე გადასცა.

რჩეულებს შორის წელს ალ პაჩინო, როკ ჯგუფი იგლსი, მომღერლები ჯეიმს ტეილორი და მევის სტეპლსი, ასევე პიანისტი მარტა არგერიხი აღმოჩნდნენ.

სიტყვით გამოსვლის დროს ბარაკ ობამამ ხელოვანებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები