07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ბრიუსელში დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დღეს ბრიუსელში იხსნება. ორდღიანი შეხვედრებისას საუბარი ნატო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაზე, ასევე რუსეთსა და უკრაინაზე იქნება.

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. მიხეილ ჯანელიძე  ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაზე დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.

დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის ახალ მოადგილესთან. შეხვედრისას აქცენტი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციაზე გაკეთდება.

საუბარი იქნება მომავალი წლის დასაწყისში, თბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტზე.

„ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც განხილვის მთავარი თემა იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და განსაკუთრებით ვარშავაში მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების მიმდინარეობა,“ - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ალექსანდრე მაისურაძემ.

დღის ამბები