07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუცია დაბლოკეს

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუცია დაბლოკეს, რომელიც სირიის ქალაქ ალეპოში 7 დღიანი ცეცხლის შეწყვეტას ეხებოდა. რუსეთის არგუმენტი იყო ის, რომ ამ დროის განმავლობაში მეამბოხეები გადაჯგუფებას მოახდენდნენ.

რუსეთი ასადის მთავარი მხარდამჭერია, რომელიც ბოლო 1 კვირაა ალეპოში პოზიციებს იბრუნებს. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ბოლო იერიშების დროს ასადის ოპოზიციამ საველე ჰოსპიტალი დაბომბა.

დღის ამბები