07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
იტალიის პრემიერი ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე თანამდებობას არ დატოვებს

იტალიის პრემიერი მატეო რენცი ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე თანამდებობას არ დატოვებს. ასეთი გადაწყვეტილება მან პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

უახლოეს ხანებში პარტიული კონსულტაციების შემდეგ, ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურა დასახელდება. მატეო რენცის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ უკვე მოჰყვა გამოხმაურება.

ბრიუსელში ვარაუდობენ, რომ იტალიის რეფერენდუმის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, ევროზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

დღის ამბები