07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
ანონიმური ზარი - ლოს ანჯელესში უსაფრთხოების საგანგებო ზომები მიიღეს

უსაფრთხოების საგანგებო ზომები ლოს ანჯელესში. მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უცხო ქვეყნიდან შემოსული ზარი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სარკინიგზო ხაზზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ იტყობინებოდა.

პოლიციამ საქმე გამოძიების ფედერალურ ბიუროს უკვე გადასცა, თუმცა ამ დრომდე რაიმე საეჭვო ქმედება არ დაფიქსირებულა.

საუბარია იმ სარკინიგზო ხაზზე, რომელიც ჰოლივუდს გაივლის.

დღის ამბები