07 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
2017 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას ცნობილი იუმორისტი ჯიმი კიმელი გაუძღვება

2017 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას ცნობილი იუმორისტი და გადაცემა ღამის შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი გაუძღვება.

ამ ინფორმაციას ჰოლივუდის გამოცემები ავრცელებენ, თუმცა ამერიკის კინოაკადემია ოფიციალურად ჯერ არც უარყოფს და არც ადასტურებს.

49 წლის კიმელი წელს ორი პრესტიჟული შოუს წამყვანი იყო. ის უძღვებოდა ემისა და ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიებს.

ოსკარის გადაცემის ცერემონიალი ლოს ანჯელესში 2017 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები